საქართველოს პედიატრიული ოფთალმოლოგიის და სტრაბიზმოლოგიის საზოგადოება დაფუძნდა 2014 წელს, პედიატრიულ ოფთალმოლოგთა საინიციატივო ჯგუფის მიერ.
საზოგადოების მიზანია ხელი შეუწყოს ბავშვთა ოფთალმოლოგიის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში, გააცნოს საქართველოს ოფთალმოლოგებს მსოფლიო ინოვაციები და მიღწევები აღნიშნულ სფეროში, ხელი შეუწყოს მათ პროფესიულ ზრდა-განვითარებას რათა კიდევ უფრო ეფექტური გახდეს პედიატრიული ოფთალმოლოგიური სერვისი.
საზოგადოების წევრი შეიძლება იყოს აღნიშნული სფეროთი დაინტერესებული ნებისმიერი ოფთალმოლოგი.
საზოგადოებაში გაწევრიანება უფასოა.
საქართველოს პედიატრიული ოფთალმოლოგიის და სტრაბიზმოლოგიის საზოგადოების საბჭო.
ტელ.: +995 555 577 576 6.მ., +995 598 297 297
ელ-ფოსტა: geokidseye@yahoo.com